Junos Enterprise Routing – მეორე გამოცემა

Junos Enterprise Routing 2nd Edition

ახლახანს გამოვიდა ამ პოპულარული წიგნის მეორე გამოცემა. წიგნი წარმოადგენს Junos Enterprise Routing სერტიფიკაციის სახელმძღვანელოს, მოიცავს საქსელო სერვისების ძალიან ფართო სპექტრს და თანამედროვე ქსელის დიზაინის კარგ მაგალითებს ჯუნიპერის MS, SRX და EX სერიის პროდუქტების გამოყენებით. სრულად…

SRX ტრანსპარენტული ბრანდმაუერი – Junos 11.1

ახალი ვერსიის ჯუნოსში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო სიახლეა, მაგრამ განსაკუთრებით მოგვეწონა ტრანსპარენტული რეჟიმის აქტივაციის შესაძლებლობა ბრენჩ SRX მოდელებში. ეს ფუნქცია ადრე მხოლოდ უფროს მოდელებში (SRX3xxx და SRX5xxx) იყო ხელმისაწვდომი.

ტრანსპარენტული რეჟიმის დროს SRX მუშაობს როგორც Ethernet კომუტატორი, მაგრამ ამავე დროს ასრულებს ბრანდმაუერის ფუნქციებს, ანუ შეგვიძლია ჩეულებრივად გავანაწილოთ ინტერფეისები ზონებში და გამოვიყენოთ პოლისები და ამასთან ყველაფერი იქნება მომხმრებლისთვის ტრანსპარენტულად. სრულად…

Converged Supercore არქიტექტურა და PTX სერიის კომუტატორები

PTX5000 Juniper Networks-ი აგრძელებს ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ანონს. ამჯერად დაანონსდა Converged Supercore არქიტექტურა, რომელიც ორიენტირებულია სერვის პროვაიდერებზე და ამ არქიტექტურის ფარგლებში ორი პროდუქტი, რომლებსაც ახალ საფეხურზე აყავთ პაკეტური კომუტაცია სერვის პროვაიდერების ქსელებში. ეს პროდუქტებია: PTX5000 და PTX9000.

სრულად…

QFABRIC არქიტექტურა და ახალი QFX3500 კომუტატორი

კვირის დასაწყისში დაანონსდა  QFABRIC არქიტექტურა, რომელიც იქნება ახალი თაობის დატაცენტრების ინფრასტრუქტურის ბაზისი. არქიტექტურის მოკლე აღწერა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

QFX3500 Switch

არქიტექტურა შედგება 3 კომპონენტისაგან: QF/Node, QF/Interconnect და QF/Director. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ QFX3500 კომუტატორი, რომელიც წარმოადგენს QF/Node კომპონენტს, დანარჩენი ორი კომპონენტი ბაზარზე გამოჩნდება 2011 წლის მესამე კვარტალში. სრულად…

დელტაკომმა მოიპოვა Juniper Elite პარტნიორის სტატუსი

კომპანია “დელტაკომმი” გახდა Junipet Networks-ის Elite პარტნიორი საქართველოში. ამასთან დელტაკომმი ჯერჯერობით ჯუნიპერის ერთადერთი, უალტერნატივო პარტნიორია საქართველოს ტერიტორიაზე.

ახალი სტატუსი საშუალებას აძლევს კომპანიას მოახდინოს პირდაპირი შესყიდვები ჯუნიპერისაგან და მომხმარებელს შესთავაზოს უფრო ხელსაყრელი ფასები და სერვისების ფართო არჩევანი.

სრულად…

SRX1400 – ახალი შლუზი დატა ცენტრისათვის

დღეს დაანონსდა SRX1400 – დატა ცენტრების სერიის უმცროსი წარმომადგენელი (თუმცა ოფიციალურ პრაისლისტში ის კარგა ხანია გამოჩნდა).

SRX1400

შლუზს უფროსი მოდელების მსგავსად აქვს მოდულირი არქიტექტურა, იგი გამოდის 2 ტიპის საბაზისო ვარიანტში: მხოლოდ გიგაბიტიანი ან გიგაბიტიანი და 10 გიგაბიტიანი პორტებით. სრულად…

Dynamic VPN Howto

Dynamic VPN-ის საშუალებით შესაძლებელია კლიენტის კომპიუტერსა და SRX შლუზს შორის დავამყაროთ უსაფრთხო IPSec VPN არხი, რომლის საშუალებითაც კლიენტი მიიღებს წვდომას კორპორატიულ რესურსებზე (Cisco Easy VPN-ის ანალოგი).

ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა დღეისათვის აქვს SRX100, SRX210, SRX220, SRX240,  SRX650 (JUNOS 10.2-დან) შლუზებს (ქარხნულად მოყვებათ 2 ერთდროული შეერთების ლიცენზია, თუ მეტია საჭირო, უნდა შეიძინოთ დამატებით) სხვა მოდელებისათვის მხარდაჭერა იგეგმება ახლო მომავალში.

ტექნოლოგიის უპირატესობა იმაშია, რომ კლიენტის კომპიუტერზე სავალდებულო არაა წინასწარ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურირება; პროგრამული ნაწილიცა და კონფიგურაციაც კლიენტს ავტომატურად მიეწოდება შესაბამის URL-ზე https://srx-ip-address/dynamic-vpn შესვლისა და აუთენტიფიკაციის გავლის შემდეგ. სრულად…

Junos Security – ახალი სამაგიდო წიგნი

სულ ახლახანს გამოვიდა შესანიშნავი წიგნი Junos Security, რომელიც ლოგიკურად აგძელებს გამომცემლობა O’REILLY-ს სერიას JUNOS ოპერაციული სისტემის შესახებ.

წიგნი გამოადგება ყველას, ვინც დაინტერესებულია უსაფრთხოებით JUNOS ოპერაციული სისტემაში და პირველ რიგში მათ, ვისაც ჭირდება Juniper SRX უნივერსალური შლუზების კონფიგურირება. სრულად…

დელტაკომმი – Juniper-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში

სერტიფიკაციისა და სხვა ოფიციალური პროცედურების გავლის შემდეგ კომპანია ”დელტაკომმა” მოიპოვა Juniper Certified Select პარტნიორის სტატუსი და გახდა ჯუნიპერის პირველი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ამიერკავკასიაში. სრულად…

SRX220 – ახალი უნივერსალური სერვისების შლუზი

Juniper SRX უნივერსალურის შლუზების სერიას დაემატა კიდევ ერთი წამომადგენელი, რომელიც შუალედურ ადგილს დაიკავებს SRX210 და SRX240 პროდუქტებს შორის როგორც პარამეტრებით, ასევე ფასით.

შლუზს აქვს 8 x 10/100/1000 BASE-T ფიქსირებული პორტი და ორი გაფართოების სლოტი ოპტიკური, xDSL და სხვა ტიპის ინტერფეისებისათვის. სრულად…